Thursday, April 2, 2015

Sunday, March 29, 2015

ტრენინგის მეექვსე დღე

დღეს განვიხილეთ საავტორო უფლებები, ფოსტა, ჩატი, web 2.0 tools , ინტერნეტ კავშირები. კვლებითი ფორმების შექმნა, დოკუმენტისა და ტესტური დავალებების შექმნა, მათი გაზიარება, რედაქტირება. პასუხების დათვალიერება...

Thursday, March 26, 2015

ტრენინგის მეხუთე დღე

დღეს შევქმენით სასწავლო პროექტის პრეზენტაციები
ვისწავლეთ "კავშირებით" ადრესატების გამატება ჩვენს მაილზე, რაც საშუალებას იძლევა კოლეგებს გავიზიაროთ ჩვენი პროექტის შესახებ მოსაზრებები, კვლევები, რესურსები და ა.შ

Sunday, March 22, 2015

მეოთხე დღის რეფლექსია

დღეს განვიხილეთ შეფასების ფორმები განმავითარებელი და განმსაზღვრელი. განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები და შევავსეთ პროექტის შეფასების დროის ჩარჩო. აღვწერეთ შეფასების თითოეული ინსტრუმენტი მოკლედ.
ვისწავლეთ საპრეზენტაციო პროგრამაში სლაიდის აწყობა და გაფორმება

Thursday, March 19, 2015

ტრენინგის მესამე დღის რეფლექსია:

დღეს ვისწავლეთ თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ეროვნული სასწავლო გეგმა პროექტებზე მუშაობისას.
ვისწავლეთ როგორ დავსახოთ პროექტის მიზანი სტანდარტისა და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების გამოყენებით. შევუსაბამეთ მიზანი ბლუმის ტაქსოსონომიის საფეხურებს. ვიმუშავეთ პროექტის მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების შექმნაზე

Sunday, March 15, 2015

ინტელის ტერნინგი. პირველი და მეორე დღის რეფლექსია

 ტრენინგი შესაბამისად დაიწყო ინტელის პროგრამის ძირითადი მიზნების გაცნობით.
გავეცანით ძალიან საინტერესო დამხმარე რესურსს პედაგოგებისათვის, განთავსებულს შემდეგ მისამართზე: http://tpdc.ge/essentials/
ტრენერმა მოკლედ გაგვაცნო გვერდზე განთავსებული ინფორმაციის შინაარსი. გვასწავლა მნიშვნელოვანის "მოძებნა" "მართვა" და.ა.შ.
პროექტებით სწავლება საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით. ძალიან დაწვრილებითაა აღწერილი, პედაგოგს აქვს საშუალება გადახედოს მსგავს პროექტებს და ისარგებლოს სხვადასხვა რესურსის შაბლონებით. პირველ დღეს გავეცანით გვერდის შინაარსს და შევქმენით სამუშაო საქაღალდე. მეორე დღეს კი ვიმუშავეთ ბუკლეტის შექმნაზე. ბლოგის შექმნაზე.